სერთიფიკატების საზეიმოდ გადაცემა თბილისში.

თბილისში დიდი ენთუზიაზმით და  საინტერესო შთაბეჭდილებებით დავბრუნდით, სიხარულით ვხვდებით პროექტის ფარგლებში ერთად შეხვედრის ყველა შესაძლებლობას.

პროექტი ,, სკოლა — ბაღი»_ ახალი სასწავლო გარემოს ფარგლებში მიღებული სერთიფიკატები, დაწყებითი კლასის პედაგოგებს, საზეიმო ვითარებაში გადაეცათ გლდანის 181-ე საჯარო სკოლის — სამოქალაქო კლუბში.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ პროექტის ხელმძღვანელობას!!!

მე-3 დღე

დღევანდელი დღე საინტერესოდ დაიწყო, დავესწარით საბავშვო ბაღის მეცადინეობის პროცესს, სადაც პატარები თავისი ხელით ამზადებდნენ სააღდგომო მოსართავებს. ჩვენც აქტიურად ჩავებით მათ მუშაობაში და დავბრუნდით ბავშვობაში.

ამის შემდეგ მიგვიწვიეს ,,დედა სკოლაში», სადაც თითოეული ჩვენთაგანის უსაზღვრო გაოცება გამოიწვია თქვენი ბავშვების ჯანსაღი ცხოვრების წესმა.სკოლა საინტერესოდ და მიზნობრივად არის დაკომპლექტებული. ბავშვებს აქვს საშუალება ყველა სფეროში იყვნენ აქტიურად ჩართულები, რაც მათ გონებრივ და ფიზიკურ განვითარებაში უწყობს ხელს.

მოგვიწყეს საღამო, სადაც პედაგოგებმა და მოსწავლეებმა ერთდროულად წარმოადგინეს ქართული და სომხური სიმღერები.20150302_111141 20150302_111158 20150302_111459 20150302_113517 20150302_113602 IMG_4993 IMG_4994 IMG_5021 IMG_5025 IMG_5026 IMG_5029 IMG_5031 IMG_5032 IMG_5065 IMG_5066 IMG_5067 IMG_5068 IMG_5069 IMG_5070 IMG_5071 IMG_5072 IMG_5073 IMG_5075

საღამოს თბილი შეხვედვრა მოგვიწყეს მე-3 კლასის მშობლებმა, სადაც საინტერესო საუბარი გაიმართა ჩვენს შორის.

დღევანდელი დღე დავასრულეთ ქალაქის ცენტრში გასეირნებით.

გული გვწყდება, რომ ხვალ მივემგზავრებით, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მეგობრული ხიდი არამარტო ჩვენს შორის, არამედ ჩვენს მოსწავლეებსაც საშუალებას მისცემს დაუმეგობრდნენ სომეხ ბავშვებს, რისი ნათელი მაგალითიც იყო დღევანდელ დღეს თბილისიდან სკაიპით ჩართვა.

სომხური დღიური

Это слайд-шоу требует JavaScript.

II დღე

მეორე დღე დაიწყო საინტერესო პრეზენტაციით ,,სკოლა-ბაღი» .  ტრენერთა ჯგუფთა ერთად აქტიურად ჩავერთეთ მასტერ კლასებში, სწავლა კეთებით.. სამუშაო პროცესის შემდეგ ვნახეთ ქალაქის ღირსშესანიშნაობები. დღე დასწრულდა რეტრო კლუბში  ჯაზური მუსიკის საღამოთი.